რა არის მეტაფიზიკა

ახალი

ავტორი: მარტინ ჰაიდეგერი

რა არის მეტაფიზიკა

1929 წელს, ფრაიბურგის უნივერსიტეტში საინაუგურაციო ლექციაზე - რა არის მეტაფიზიკა? – ჰაიდეგერი სიღრმისეულად განიხილავს არარას საკითხს. ის ცდილობს განაახლოს არარას გაგება. ეს განახლება კი სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება: (1) არარა არ არის განსჯის იდეა ან განჯის თვისების - უარყოფის რაიმე ონტოლოგიური გაგრძელება; (2) არარაობა არც რაღაც შორეულია, რომელთანაც ჩვენ არ ვართ დაკავშირებულნი; (3) ადამიანის კავშირი  არარასთან უზრუნველყოფილია ძრწოლის (Angst) ეგზისტენციალური განწყობით.

 

ჰაიდეგერი ეწინააღმდეგება პოზიტივისტურ იდეას, რომ არარა მხოლოდ უარყოფის აბსტრაქტული გაგრძელებაა - ინტელექტის ფუნქციაა. საპირისპიროდ ამისა, ჰაიდეგერი მიიჩნევს, რომ უარყოფა იმიტომაა შესაძლებელი, რომ ის არარას ემყარება. ჰაიდეგერი ეწინააღმდეგება დასავლეთის ფილოსოფიურ ტრადიციას, სადაც არარა გაგებულია, როგორც რაღაც შორეული, რაღაც სიცარიელე, საიდანაც - როგორც პარმენიდემ აღნიშნა - არაფერი შეიძლება წარმოიშობოდეს. ჰაიდეგერისთვის კი არარა არარაობს, ანუ ის, ასე ვთქვათ, „პულსირებს“ სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს „ნივთიერი“ ხასიათი, არარა არის „რაღაც“, რომელიც ანიჭებს საგნებს დროით და შემოსაზღვრულ ბუნებას. არარა არსებობას დროითი ბუნებით უზრუნველყოფს. არსებობის დროითი, ქმნადი ბუნება კი, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ არც ერთი სოციო-კულტურული მატრიცა არ შეიძლება იყოს უცვლელი და სამუდამო - ისინი მიდრეკილნი არიან ცვლილებებისკენ, გადაგვარებისა და, საბოლოოდ კი, სიკვდილისკენ. თუმც, ჰაიდეგერისთვის არარა როდია „ნიჰილიზმის“ წყარო.

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!